ნინო ლომჯარია – ძალიან მოულოდნელი და მიუღებელია, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის მონახულებზე და ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების საშუალება არ მიეცა.

“ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ უკრაინის ომბუდსმენთან. მას ასევე ჰქონდა ძალიან კარგი საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან. ძალიან მოულოდნელი და მიუღებელია ის, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის მონახულებაზე და ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ უკრაინის ომბუდსმენის აპარატი არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეს ინსტიტუტი აღიარებულია, რომ სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტები. მე მხარს ვუჭერ უკრაინის ომბუდსმენის აპარატს და ვფიქრობ,საქართველომ არა მხოლოდ, როგორც მეგობარმა სახელმწიფომ, არამედ ქვეყანამ, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესის გამჭვირვალობას”, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესყიდვების ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი დააკავეს
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: “ოცნების” ხელისუფლებას” დღეს ეშინია, რადგან სააკაშვილი უკანონოს არაფერს ითხოვს