ჭიჭინაძე: “ოცნების” ხელისუფლებას” დღეს ეშინია, რადგან სააკაშვილი უკანონოს არაფერს ითხოვს

“რა გამოდის? ვიღაც თალაკვაძე იქნება, კობახიძე, თუ მათი მუტანტი კოლეგები, აი ისინი, ვისაც რეალობასთან და სამართალთან არც კი გაუვლია და ერთადერთი მიზანი აქვთ, თითოეული ჩვენგანი როგორმე გამოგვკეტონ და გადაგვმალონ, ხვალ ასეთივე წარმატებით არჩევნებზეც აღარ მიგვიშვებენ.

გაყალბების გარეშე, უკვე პირდაპირ წაგვართმევენ ჩვენ ხმებს – არ გენდობით, რადგან ხმას ჩვენ არ გვაძლევთო – და უბნებზეც მხოლოდ მათ მიიყვანენ, ვისაც აკონტროლებენ?!
აუცილებლად მივალთ აქამდეც, სანამ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, პოლიტიკას ვეღარ მართავს და სხვადასხვა გამოსავალს მხოლოდ იმისთვის იგონებს, რომ როგორმე ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ.
მოკლედ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.

“ოცნების” ხელისუფლებას” დღეს ეშინია, რადგან სააკაშვილი უკანონოს არაფერს ითხოვს.ადამიანის უფლებაა საკუთარ სასამართლოზე დასწრება!
ეს კანონში წერია, ხოლო თუ ხელისუფლებას იმის თავი არ აქვს, რომ სააკაშვილის სასამართლომდე მიყვანა უზრუნველყოს, ეს მხოლოდ მათ უუნარობაზე და შიშზე მეტყველებს.” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – ძალიან მოულოდნელი და მიუღებელია, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის მონახულებზე და ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძის ნაცვლად პარლამენტში გირჩის “სამეფოს მეფე” ჰერმან საბო შევა