ნინო კუზანოვმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა დატოვა

პოლიტიკური მოძრაობა, “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ნინო კუზანოვი გაემიჯნა.

მისი თქმით, მან პარტიაში დაინახა ისეთი ხალხი, რომლებთანაც მუშაობას ვერ შეძლებდა.

“დავინახე ადამიანები, რომლებზეც ვიცი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაცია გააჩნიათ, თუმცა აუცებ, 5 წუთში გახდნენ პაატას მხარდამჭერები. პაატასთან ერთად ვიყავი ყრილობაზე, მაგრამ ეს სპონტანურად მოხდა. მოვითხოვე სამოქმედო გეგმა, რას გეგმავდნენ, რას აპირებდნენ და ა.შ. აქვე მინდა გითხრათ, რომ იმ ყრილობამ კომკავშირები, დროშების ფრიალი და კომუნისტური სული გამახსენა. არ მჯერა დროშების ფრიალის. გეტყვით იმასაც, რომ თუ პაატა უყურებს ამ გადაცემას, ის პირველად გაიგებს ამის შესახებ,”- განაცხადა ნინო კუზანოვმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში უცხოელებს დაუწყებენ მოსმენას
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე თომას ჰამერბერგს შეხვდა