ნინო გოგუაძე: რუსთავ 2-ის საქმის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით მიმდინარეობს

სამაუწყებლო კომპანია

rustavi2რუსთავი 2-ის საქმე – სააპელაციო სასამართლოს ეზოში იმყოფებიან თავისუფალი დემოკრატების წევრები. ნინო გოგუაძე რუსთავ 2-ის საქმის გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით მიმდინარეობს.

„ბიძინა ივანიშვილის სურვილს ასრულებს არა მარტო სასამართლო, არამედ პარლამენტიც. ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია იმისთვის, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება შეზღუდონ. ეს ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიის მთავარი ღირებულება არის საფრთხეში და მასზე განახორციელეს შეტევა, სასამართლოს მეშვეობით,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ცოტა ხნის წინ, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ უცვლელად დატოვა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 60 % სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარჩა ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში, 40% კი კომპანია პანორამას მფლობელობაში, რომელიც ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას ვერ შეძლებს
შემდეგი სტატიასაბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაში ამ ბრძოლაში მოიპოვებს გამარჯვებას