საბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაში ამ ბრძოლაში მოიპოვებს გამარჯვებას

სააპალაციოს მიერ რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს

სააპალაციოს მიერ რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოსიმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაში ამ ბრძოლაში მოიპოვებს გამარჯვებას, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, დავა ჯერ დასარულებუილი არ არის და მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიიღებენ გასაჩივრების გადაწყვეტილებას. პაატა სალიას შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

„ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნდა, რომ არსებითად იყო სწორი. ის ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომელიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი სასამართლოში, ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოშიც და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხახა პაატა სალიამ.

კანონის თანახმად, მოსამართლეებს მხარეებისთვის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გადასაცემად 30-დღიანი ვადა აქვს, მხარეს კი განაჩენის გასაჩივრების 21-დღიანი ვადა აქვს.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძე: რუსთავ 2-ის საქმის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათამთა მურადაშილი: დღეს ფაქტობრივად გარდაიცვალა მართლმსაჯულება