ნინო ბურჯანაძე: უვიზო მიმოსვლა ზაფხულში ვერ იქნება

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს, ზაფხულისთვის, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ვერ ექნება.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პროცედურები დროში გაიწელება და ზაფხულისთვის, საქართველოს მოქალაქეები, ევროკავშირის ქვეყნებში, უვიზო მიმოსვლას ვერ შეძლებენ.

“ჩვენ უნდა ვუთხრათ მოსახლეობას -კიდეც რომ იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მას სჭირდება 28 სახელწიფოს პარლამენტების მიერ რატიფიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანწილად გაიწელება და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება რამდენიმე თვეში მიღებული გადაწყვეტილება. ეს სიმართლე თუ არ ვთქვით, ეს რამდენიმე თვეც გავა და ყველანი დავინახავთ, რომ რასაც მე ვამბობ სწორედ ეს არის სიმართლე და არა ის, რასაც ხელისუფლება გვეუბნება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: “რესპუბლიკელებთან” ჩვეულებრივ კოალიციურ რეჟიმში ვმუშაობთ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ნამდვილად არ ვაპირებ არსად გადადგომას