თინა ხიდაშელი: ნამდვილად არ ვაპირებ არსად გადადგომას

თავადაცვის მინისტრი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს, ამის შესახებ მან განცხადება დღეს, ჟურნალისტებს რესპუბლიკური პარტიის მიერ ჩატარებულ ეროვნული კომიტეტის სხდომის თაობაზე კომენტირებისას გააკეთა და თქვა, რომ რესპუბლიკური პარტია არც კოალიციიდან გასვლას გეგმავს.

„ნამდვილად არ ვაპირებ არსად გადადგომას, არც მე და არც ერთი რესპუბლიკელი მინისტრი, არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ. საერთოდ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ არც კოალიციიდან წასვლას და არც არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიებას. წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და იმის შესახებ პარტიები მსჯელობდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებენ გასვლას ვფიქრობ სწორი პროცესია. ასეთი ტიპის საუბარი რომ ყოფილიყო მე იქ ვიქნებოდი, მაგრამ მე ეს ორი დღე სამინისტროში გავატარე,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: უვიზო მიმოსვლა ზაფხულში ვერ იქნება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიზალიბერალიზაციას სხვა საკითხები განაპირობებს