ნინო ბურჯანაძე წალკაში: ,,მე არასდროს გამიცია ტყუილი დაპირებები“

„ძალიან სამწუხაროა, რომ პრობლემები, რომლებზეც ვლაპარაკობდით 8 წლის წინ არათუ შემცირებულია, პირიქით გაზრდილია. ყველაზე მეტად რაც ამ ადამიანებს აწუხებთ, არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, ცხოვრების დაბალი პირობები“. – აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც წალკაში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა.

შეხვედრისას მოსახლეობამ წუხილი გამოთქვა, რომ წალკა დაცარიელდა და ახალგაზრდებს არ უნდათ იქ ცხოვრება. ამის მიზეზად კი უმუშევრობა და უპერსპექტივობა დაასახელეს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ მათ განუცხადა, წალკაში მას და მის გუნდს ყოველთვის ყველა არჩევნებზე დიდი მხარდაჭერა აქვს, რისთვისაც იქ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

„ტრადიციად დამკვიდრდა, რომ წალკაში ყველა არჩევნებზე მე და ჩემი გუნდი ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვიღებთ, მათი კეთილგანწყობა დღევანდელ შეხვედრაზეც გამოჩნდა. ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან. მე მათ გავაცანი ჩემი და ჩემი გუნდის ხედვა საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე.

მე არასოდეს გამიცია ტყუილი დაპირებები და ახლაც ჩვენი დაპირებები არის ძალიან რეალისტური“. – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“2021 წლის ბიუჯეტი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი მოკლა”- ლევან კობერიძე
შემდეგი სტატია“ბერი კირიონი ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის მსხვერპლია!”- თამარ მესხი