“ბერი კირიონი ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის მსხვერპლია!”- თამარ მესხი

“ბერი კირიონი ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის მსხვერპლია! ჯამდელიანი …

გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, ადანაშულებენ მეუფე შიოს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. ჩემი აზრით, პირველი, როგორც ყოველთვის, ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. მეორე _ახმოვანებს იმას, რასაც ავალებენ.

დარწმუნებული ვარ, ბერი კირიონის (ონიანი) ქმედებებს წარმართავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი). ამის დასტურია:

1. სულ ცოტა ხნის წინ ეპისკოპოსი ჯამდელიანი ნარიმანოვის ძეგლის გამო დაუპირისპირდა მარნეულელ აზერბაიჯანელებს და იქ მიტინგი ჩაატარა იმ დროს, როდესაც სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის პირველი შეტაკება მოხდა, მარნეულიდან 50 კმ-ს დაშორებით. მრავლისმთქმელია ის გარემოება, რომ მიტინგი ჩატარდა არა იქაური მოსახლეობის (ქართველებისა და აზერების) მხარდაჭერით, არამედ თბილისიდან ჩაიყვანა “ქართული მარში” და პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

2. რაკი ქართველთა და აზერბაიჯანელთა დაპირისპირების პირველმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, ჯამდელიანმა მიზნის მისაღწევად, ბერი კირიონი გამოიყენა. ამის დასტურია თუნდაც ეს გარემოება:
მაისის თვეში პატრიარქმა ერსა და ბერს მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ მესამე ძლის მიერ ინსპირირებულ პროვოკაციას. მიუხედავად ამისა, გარეჯში ჩავიდნენ ეპისკოპოსი ჯამდელიანი და მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), თავიანთი მრევლით. ილ;ოცეს, იქადაგეს (ანუ, ღვარძლი დათესეს!) და, როგორც ჩანს, ბერი კირიონიც სათანადოდ მოწამლეს…

3. ჯანმდელიანი რომ რუსეთის თამაშს თამაშობს, ამის დასტურია მისი თავდასხმები მსოფლიო პატრიარქზე.
2017 წლის ნოემბერში მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა ტელეკომანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა (აუდიო ტექსტი გავშიფრე და ვთარგმნე მე). ინტერვიუს ეპიკოპოსი ჯამდელიანი გამოეხმაურა. მსოფლიო პატრიარქის მიერ საქართველოს ეკლესიისა და საქართველოს მოსახლეობისადმი გამოთქმულ კეთილგანწყობილ სიტყვებს თავხედური და შეურაცხმყოფელი განმარტებები გაუკეთა და მსოფლიო პატრიარქი კიდევაც დაამუნათა. დააბნია თავისი მრევლიც და საქართველოს მთელი მოსახლეობა, რადგან ის თავისი ბოდვები სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა. გადახედეთ ეპარქიის ბეჭდვით ორგანოებს, სოციალურ ქსელს და ამაში თავად დარწმუნდებით.

P. S. პატრიოტო სვანებო, გამოსტაცეთ ხელიდან ჯამდელიანს ბერი კირიონი, ბოლომდე ნუ წარაწყმედინებთ სულს! შეიბრალეთ!”- წერს მკვლევარი, მთარგმნელი, ფილოლოგი თამარ მესხი.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე წალკაში: ,,მე არასდროს გამიცია ტყუილი დაპირებები“
შემდეგი სტატიაქვეყანა დაგვექცა, ეკონომიკა აღარ გავქვს, 600 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა და თან იპოდრომიც რომ უნდა გვიხაროდეს!