ნინო ბურჯანაძე – ოპოზიცია ანგარიშს ვუწევთ საერთშორისო პარტნიორებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში, მონური მორჩილებით მივყვებით

ჩვენ ძალიან დიდ ანგარიშს ვუწევთ საერთშორისო პარტნიორებს, მათი დიდი დამსახურებაა, რომ საერთოდ მოვახერხეთ და საკონსტიტუციო ვცლილებები მივიღეთ, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში, მონური მორჩილებით მივყვებით, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს.

მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი საერთაშორისო პარტნიორებს ყველაფერში მონური მორჩილებით არ უნდა მიყვეს.

“ჩვენ ძალიან დიდ ანგარიშს ვუწევთ საერთშორისო პარტნიორებს, მათი დიდი დამსახურებაა, რომ საერთოდ მოვახერხეთ და საკონსტიტუციო ვცლილებები მივიღეთ, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში, მონური მორჩილებით მივყვებით. მოწიფული დემოკრატიისთვის შეუსაბამოა და უკაცრავად, რომელი მოწიფული დემოკრატია, შუა საუკუნეებივით, ფეოდალი გვმართავს, არაფორმალური მმართველი და რატომღაც ასეთი სტანდარტი არ დაუწესებიათ იგივე ბელორუსისთვის, სადაც იმის ნახევარი კი არა, მეათედი დარღვევები არ ყოფილა, რასაც ჩვენ ეთერში ვხედავდით.,”- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი – ვინც პარლამენტში შევა, არ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: ვინც 200 – 300 ლარად გაყიდა საკუთარი ქვეყნის მომავალი, მათი სიები უნდა გასაჯაროვდეს