დავით ჭიჭინაძე: ვინც 200 – 300 ლარად გაყიდა საკუთარი ქვეყნის მომავალი, მათი სიები უნდა გასაჯაროვდეს

“საარჩევნო კომისიის წევრები, ჩვენი წარმომადგენლებით დაწყებული, ყველა, ვინც 200 – 300 ლარად გაყიდა საკუთარი ქვეყნის მომავალი, მათი სიები უნდა გასაჯაროვდეს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველანი უნდა მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში!
მანამდე კი, აუცილებლად უნდა გაიხსნას, თუნდაც რამდენიმე უბანი და თავიდან მოხდეს არჩევნების გადათვლა საჯაროდ, კამერების და მედიის თანდასწრებით.
სხვა შემთხვევაში მივიღებთ ათიათასობით ქუჩაში გამოსულ ადამიანს.
პანდემიით ისედაც გაჩერებული ქვეყანა კი, საერთოდ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
გადატვლას კი ეს პროცესი შეუძლია შეაჩეროს”,- დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – ოპოზიცია ანგარიშს ვუწევთ საერთშორისო პარტნიორებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში, მონური მორჩილებით მივყვებით
შემდეგი სტატიანიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა