ნინო ბურჯანაძე ხარაგაულში მხარდამჭერებს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად იმერეთის რეგიონში მხარდამჭერებს ხვდება. ხარაგაულში ამომრჩევლებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს, როგორიცაა მოუწესრიგებელი გზები, ცხოვრების დაბალი დონე, უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე ყველა ოჯახში.

ნინო ბურჯანაძისგან მხარდამჭერებმა მოისმინეს პრობლემების მოგვარების გზები, გააცნეს საარჩევნო პროგრამის ის მიმართულებები, რომელიც რაიონებში მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს.

„ხარაგაულში ისე როგორც სხვა ქალაქებსა და რაიონებში ხალხს ძალიან უჭირს. აქ ადამიანები ფაქტიურად უმუშევრები არიან, არ აქვთ ელემენტარული საარსებო პირობები. ინფრასტრუქტურა დანგრეულია, ამბობენ რომ ხელისუფლება გზებს ახლა აგებს, მაგრამ ესეც არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილი და ამიტომ რამდენად ფუნდამენტურად იგება გზები, ვფიქრობ საეჭვოა.

მოსახლეობას არ აქვს ლიცენზია, რომ მოჭრას შეშა და ზამთრისთვის მოემზადოს. ხელისუფლებამ ვერ მოიცალა დროულად გასცეს ლიცენზია, რომ ადამიანები სითბოს გარეშე არ დარჩნენ. “ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდების დასაქმება იყო ძირითადი მიმართულებები რაზეც ნინო ბურჯანაძე ხარაგაულის მოსახლეობას ესაუბრა.

„ამ ხელისუფლებამ გლეხი თავის მიწასთან უყურადღებოდ დატოვა. ჩვენ შეგვიძლია რაიონებსა თუ სოფლებში მათ მივცეთ შანსი მოიყვანოს და თვითონ მიიტანოს თავისი პროდუქცია სადაც მოესუვერა. მე შევეცდები, რომ ეს ადამიანები დავარწმუნო, იმაში რომ მხოლოდ მე და ჩემს გუნდს, ვისაც გვაქვს ძალა და გამოცდილება, შეგვიძლია გადავწყვიტოთ მათი პრობლემები და მივცეთ უკეთესი ცხოვრების შანსი“. – განაცხადა ხარაგაულში ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გაალშქრებაა”
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი