“მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გაალშქრებაა”

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიზირებულია და საქართველოს არავისთვის არაფერი დაუთმია.

კაპანაძის თქმით, პროკურატურის მიერ მელაშვილი/ილიჩოვას დაკავება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრებაა.

“მთლიანად პოლიტიზირებულია ეს საქმე. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ შეიძლებოდა ამ საქმეზე ვინმე დაეკავებინათ, როდესაც არავისთვის არაფერია დათმობილი. ახლა რასაც აკეთებენ არის პირდაპირ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება. ვითომ ისე წარმოაჩენენ საქმეს, რომ საქართველომ რაღაც დათმო, არაფერი დაუთმია არავისთვის. ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე, რომელსაც პოლიტიკური მოტივაცია აქვს”, – განაცხადა კაპანაძემ.

დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – არ არის გამორიცხული, დავით გარეჯის საკითხზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე ხარაგაულში მხარდამჭერებს შეხვდა