ნინო ბურჯანაძე : იმედი არ მაქვს, რომ აფეთქებასთან დაკავშირებით სიმართლეს გავიგებთ

ქართული ანდაზაა,

ხელისუფლების ინტერესში წესით, ეს ნამდვილად არ უნდა შედიოდეს, რადგან ეს ხელისუფლებას და ქვეყნის ინტერესებს ურტყამს, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მტკიცებულებების გარეშე ვინმესკენ ხელს ვერ გაიშვერს.

„როცა ასეთი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა დასაგმობია. მე იმედი მაქვს,რომ ყველა ადამიანი,ვინც დაშავებულია, გამოჯანმრთელდება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ბუნებრივია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გამოძიებული იქნას ეს ფაქტი ძალიან სწრაფად. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლებების მიერ ჩატარებულ გამოძიებებს, რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რომ სიმართლეს გავიგებთ ამ ფაქტთან დაკავშრებით. ხელისუფლების ინტერესში წესით ეს ნამდვილად არ უნდა შედიოდეს, რადგან ეს ნამდვილად ხელისუფლებას და ქვეყნის ინტერესებს ურტყამს. ბუნებრივია,მტკიცებულებების ან რაიმე ინფორმაციის გარეშე ვერ გავაკეთებ რაიმე განცხადებას, რომ ვინმესკენ გავიშვირო ხელი“,- განაცხადა ჟურნალსიტებთან ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნებს NDI-ის 23 წარმომადგენელი დააკვირდება
შემდეგი სტატია30 000 ლარის ქრთამი – “ოცნების” მაჟორიტარის საქმით შსს დაინტერესდა