30 000 ლარის ქრთამი – “ოცნების” მაჟორიტარის საქმით შსს დაინტერესდა

“ქართული ოცნების” თერჯოლა–ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელგუჯა გოცირიძისა და თერჯოლის #2 საბავაშვო ბაღის ყოფილი პედაგოგის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა დაიწყო, თუმცა რა მუხლით, ეს ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკაშვირებით რამდენიმე პირი უკვე დაკითხულია. თუმცა უცნობია ვინ დაიკითხა და არის თუ არა მათ შორის თავად ელგუჯა გოცირიძე.

რაც შეეხება საქმეს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო ბაღის ყოფილი აღმზრდელი, დალი ხუჭუა, რომელიც “ქართული ოცნების” აქტივისტი იყო, ელგუჯა გოცირიძეს ქრთამის შეთავაზებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ხუჭუას მტკიცებით, ის სამსახურიდან სწორედ დეპუტატობის კანდიდატის დავალებით გაათავისუფლეს.

“29 აგვისტოს დამიბარა ელგუჯა გოცირიძემ მანქანაში, სადაც 30 000 ლარი შემომთავაზა და კიდევ რაღაც ფხვნილს მაძლევდა პარკში ჩადებულს. მითხრა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ის “ქართული ოცნების” შტაბის იმ დროინდელი ხელმძღვანელის, ივა ჩუბინიძის მანქანაში ჩამედო. მერე რაც მოხდება შენი საქმე არ არისო. მე, რა თქმა, უნდა არ ავიღე ფული, რადგან ასეთ რამეს არასოდეს გავაკეთებ. მაშინ გოცირიძეს ვუთხარი, რომ მე პარტიას დავტოვებდი და არასოდეს ჰქონოდა მას ჩემთან შეხება. მე ამ ყველაფერს მაშინ ვერ გადავიღებდი ან ჩავიწერდი, რადგან როგორც კი მანქანაში ჩავჯექი ტელეფონი ჩამომართვეს,” – განაცხადა “ქუთაისპოსტთან” საუბარში დალი ხუჭუამ. მისივე თქმით, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე : იმედი არ მაქვს, რომ აფეთქებასთან დაკავშირებით სიმართლეს გავიგებთ
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა