საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს NDI-ის 23 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს NDI-ის სადამკვირვებლო მისია დააკვირდება.

როგორც NDI-ის რეგიონულმა დირექტორმა ლაურა ჯუვეტიმ განაცხადა, საქართველოში 11 სხვადასხვა ქვეყნიდა 23 დელეგატია ჩამოსული.

„გუშინდელიდან მოყოლებული ვხვდებით პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათთან განვიხილავთ წინასაარჩევნო გარემოს. ხვალიდან უკვე ჩვენი დელეგაციის წევრები რეგიონებში გადაინაცვლებენ და არჩევნებამდე იქ ჩაატარებენ სხვადასხვა შეხვედრებს. შაბათს ბუნებრივია, დავაკვირდებით არჩევნებს და შემდეგ შევაჯამებთ კვირას დაგეგმილ პრესკონფერენციზე“, – განაცხადა ლაურა ჯუვეტიმ.

banner
წინა სტატიაში“საკუთარ თანაგუნდელებსაც აღარ ინდობთ?!”- კობახიძე თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე : იმედი არ მაქვს, რომ აფეთქებასთან დაკავშირებით სიმართლეს გავიგებთ