ნინო ბურჯანაძე: “ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ ამ საშინელ ტრაგედიაში”

,,ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ ამ საშინელ ტრაგედიაში” ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს.

,,პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს და ტვ პირველის მაუწყებლობას.

დღეს უმძიმესი ფაქტის მომსწრე გავხდით, ქვეყანაში არსებულმა ქაოსმა, დაუმორჩილებელმა ბრბომ, ბნელმა ძალებმა, ვინც იღებს დავალებას ფიზიკურად გაუსწორდეს თავისუფალ მედიას და დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ შეიწირა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე.

დამნაშავე ვართ ყველა – პოლიტიკოსიც და არაპოლიტიკოსიც, მსახიობი თუ სპორტსმენი, ექიმი თუ მასწავლებელი, რიგითი მოქალაქე თუ სხვა ნებისმიერი, რომლებმაც დავუშვით, რომ სისხლიანი ხელისუფლება, რომელმაც თვალიც დაგვთხარა და ხელკეტებიც არაერთხელ გვირტყა, დღეს უკვე სიცოცხლე შეიწირა.”-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაში“ორი სასულიერო პირი სცემდა ლექსო ლაშქარავას”
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე: ჩვენ სამშობლოს დაცვა გვინდა და არა მოკვლა ვინმესი, ვინც არასწორად ფიქრობს[ვიდეო]