მეუფე სტეფანე: ჩვენ სამშობლოს დაცვა გვინდა და არა მოკვლა ვინმესი, ვინც არასწორად ფიქრობს[ვიდეო]

მეუფე სტეფანე მარტვილში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ,  ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს და “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს უთხრა, ისინი მნიშვნელოვან საკითხებს არ აშუქებენ.

“რაც უბედურება ხდება, ის ყველაფერი დამალულია და არ აშუქებთ. იმას კი არ ვამბობ, რომ ვინც ეს გააკეთა მართალია, გავიდა წყობიდან და ეს არის ის, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ სამშობლოს დაცვა გვინდა და არა მოკვლა ვინმესი, ვინც არასწორად ფიქრობს.”

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, დაისჯებიან თუ არა სასულიერო პირები, რომლებიც შესაძლოა, კონფლიქტში მონაწილეობდნენ: “საპატრიარქოს მხრიდან რაც იქნება ყველაფერი იქნება და მე არა ვარ ანგარიშვალდებული ახლა. თქვენ ყოველდღე გვიტევთ და ჩემს რეზიდენციაში რომ შემოვარდით, თქვენ იყავით ჟურნალისტები… რაღაცას დამაბრალებთ და მერე წახვალთ”- ამბობს მეუფე სტეფანე.

 

ავტორები: აკო ქიქავა, გვანცა სანაია

 

https://www.youtube.com/watch?v=fREY_bHV1Jc

 

 

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: “ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ ამ საშინელ ტრაგედიაში”
შემდეგი სტატია“ქართულ მედიას და საქართველოს ჰყავს ლექსო ლაშქარავა, გარდაცვლილი ბიჭი, რომელიც ხელისუფლებამ აწამა”