ნიკოლოზ ვაჩეიშვილი : ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ოცამდე მოზარდი იქნებოდა, ხელჩართული ომი იყო

ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ოცამდე მოზარდი იქნებოდა, ხელჩართული ომი იყო – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთმა თვითმხილველი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მისი თქმით, თვითმხილველებს ახალგაზრდების დამშვიდება სურდათ, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. კითხვაზე, კონკრეტულად რა დაინახა შემთხვევის ადგილზე, ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ მან ძირითადად ტრაგედიის შემდგომ წამებში განვითარებული მოვლენები დაინახა.
„ძალიან ბევრნი იყვნენ, ვფიქრობ, 20-მდე მაინც. ხელჩართული ომი იყო. ჩვენ, მეზობლებს რაც შეგვეძლო, გვინდოდა, ეს ბავშვები ატაცებული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა, რაც შეუძლებელი იყო. თითქოს, არაფერი ახსოვდათ, ისეთი ჩხუბი იყო
იქ იყო ხელჩართული, ერთიანი, დიდი, დაუნდობელი შეხლა-შემოხლა. შემდეგ ჩვენი აივნიდან ამ ბავშვების დაშოშმინება დავიწყე, რაც ვერ შევძელი. შემდეგ პოლიციაში რეკვა დავიწყე, რომელიც საკმაოდ გაჭირდა. ისევ რომ გამოვედი, უკვე დადუნაშვილს შევესწარი, როგორ ბარბაცებდა. მერე უკვე სასწრაფოზე გადავერთეთ, რომ ექიმებს მოსვლა შეძლებოდათ. უკვე იქ საცობი იყო, ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა”, რომელსაც დღეს საგამოძიებო კომისია დაკითხავს.
ვაჩეიშვილი გამოძიებას აქამდე არ დაუკითხავს და პირველად დღეს კომისიის სხდომაზე მეუღლესთან ერთად გამოკითხავენ. პროცესი მედიისთვის დახურული იქნება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩანაწერი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს დელეგაციების კონფერენციას დაესწრო
შემდეგი სტატიავაკე-საბურთალოს პოლიციაში ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს