ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, რომლებიც სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ფინელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გადადგმული, მათ შორის ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები.

შეხვედრისას, ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე როგორც ქვეყანაში ასევე, მთლიანად რეგიონში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

მხარეებმა, ფინეთის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე და იმ გავლენაზე ისაუბრეს, რომელსაც რუსეთის აგრესია არამხოლოდ შავი ზღვის არამედ, ბალტიის ზღვის რეგიონში ახდენს.

შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, მომავალი წლის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტით სკანდინავიის ქვეყნებში იმყოფება. დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

banner
წინა სტატიაშიგოგი ხოშტარიას ჰონორარის მიღება დააკავშირო რაიმე სხვა მოტივაციასთან, ეს არის აბსოლუტური უზნეობა – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიამორიგი ხანძარი რუსეთში, ცეცხლი ამჯერად გაზპრომის ერთ-ერთ უმსხვილეს საბადოს გაუჩნდა