გოგი ხოშტარიას ჰონორარის მიღება დააკავშირო რაიმე სხვა მოტივაციასთან, ეს არის აბსოლუტური უზნეობა – ჯაფარიძე

გოგი ხოშტარიას ჰონორარის მიღება დააკავშირო რაიმე სხვა მოტივაციასთან, ეს არის აბსოლუტური უზნეობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. „უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან“.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, გოგი ხოშტარია არის თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.

„ყველამ იცის, რომ გოგი ხოშტარია იყო დისიდენტი საბჭოთა პერიოდის დროს, იდევნებოდა საქართველოს დამოკიდებლობის ბრძოლის გამო, შესაბამისად გოგი ხოშტარიას ჰონორარის მიღება დააკავშირო რაიმე სხვა მოტივაციასთან, ეს არის აბსოლუტური უზნეობა. ამისთვის უნდა იცოდე გოგო ხოშტარიას ბიოგრაფია, ეს არის თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.

ის ჰონორარის იღებს იმის გამო, როგორც ახსნა ხოტარიამ, რომ ის არის სამართალმემკვიდრე იმ ადამიანის, რომლის სპექტაკლების გამო, უხდიან მას ჰონორარს, ჰონირარის მიღება იმის გამო, რომ სამართალმემკვიდრეა კონკრეტული მოღვაწის, მე მგონი აქ უხერხულობა არაფერი არ უნდა იყოს. მე ვერ ვხედავ ვერანაირ უხერხულობას, გოგი ხოშტარიასნაირი ბიოგრაფია ნეტა მათ ჰქონდეთ, ვინც ამაზე ურცხვად საუბრობს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

წინა სტატიაშიმეტეხის ხიდის რეაბილიტაციის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა