ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს პარლამენტის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ასამბლეის ფარგლებში სულ სამი კომიტეტი ფუნქციონირებს. შესაბამისად, აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატს ასამბლეაში.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევით, ნიკოლოზ სამხარაძე აგრეთვე გახდა ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს – ბიუროს წევრი.

ნიკოლოზ სამხარაძის გარდა თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის, კირიაკოს ჰაჯიანისის კანდიდატურა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინჰემში, გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“სირცხვილია” და “ენმ” ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომელი უფრო სირცხვილია – მაჭარაშვილი
შემდეგი სტატიაე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ, გაფრთხილებთ, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით – ნათელაშვილი