ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ, გაფრთხილებთ, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით – ნათელაშვილი

ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია, კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯერ კიდევ აქვს დრო ოპოზიციას, დატოვონ საპარლამენტო მანდატები.

„ისევ და ისევ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია, კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ გათვლით, რომ ივანიშვილი გამოძვრეს უკვე ფაქტობრივად დაწყებული სანქციებიდან, ხოლო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიაღწიოს 2024 წლამდე, შემდგომში იგივე ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობით. გაფრთხილებთ – ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, დატოვოთ მანდატები და შეუერთდეთ ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნას, რაც უმოკლეს ხანში საბოლოოდ ჩამოშლის რეჟიმს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად