ნიკოლოზ მჟავანაძე: სახალხო დამცველი, რომელიც ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს პარლამენტმა უნდა გადააყენოს

nika_mzhavanadzeნიკოლოზ მჟავანაძე: სახალხო დამცველი, რომელიც ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს პარლამენტმა უნდა გადააყენოს
,,იმ დროს როდესაც ჩვენს მეზობლად და მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს დაპირისპირებები რელიგიურ ნიადზგზე, რისი ნათელი დადასტირება თუნდაც ისლამური სახელმწიფო და სირიაში მიმდინარე მოვლენებია საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წლებია ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. მის მიერ არაერთგზის საქართველო მოხსენებულია, როგორც რელიგიური უმცირესობების მჩაგვრელი ქვეყანა. იმ ფონზე კი როცა მუსლიმანური ქვეყნები გვესაზღვრება და დადანაშაულებულები ვართ ისლამოფობიაში და მუსლიმებისთვის პრობლემების შექმნაში, რაც სერიოზულ საფრთხეებს ზრდის ქვეყნის შინაშე. მითუმეტეს როცა განცხადებები სრულად მოკლებულია რეალობას.’’- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ სახალხო დამცველის საქამიანობის შეფასებისას.

2015 წლის მოხსენებაში რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს, საქართველო კვლავ რელიგიური უმცირესობათა ჩაგვრაში მხილებული, განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეების. ასევე მუსლიმებისთვის აღმსარებლობის და საკულტო ნაგებობების მშენებლობებთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაში.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია:
“მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს. სკოლებში რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი.’’

,,სახალხო დამცველი, რომელიც ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს პარლამენტმა უნდა გადააყენოს. უჩა ნანუაშვილი უკვე წლებია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და ეჭვი, იმისა რომ ის ასრულებს უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურების დავალებებს. რათა საქართველო რელიგიური დაპირისპირების ქარცეცხლში მოექცეს. ამის თქმის საფუძველს იძლევა მისი და გრანტიჭამიების შეწყობილი მუდმივი ისტერია იმის შესახებ რომ საქართველოში ისლამოფობია და რელეგიურ უმცირესობებს ვჩაგრავთ. ამ დროს კი, საქართველოში დიდი შეტევაა პატრიარქზე და მართლმადიდებებლებზე, რომ არაფერი ვთქვათ ასევე პრობლემებზე საინგილოსა და ტაოკლარჯეთში სადაც ჩვენ მღველმსახურების პრობლემები გვაქვს. ’’

banner
წინა სტატიაში“მაესტროში” საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები და ტექნიკური ჯგუფი გაიფიცნენ
შემდეგი სტატიაMossack Fonseca-ს დამფუძნებელი: გაჟონილი დოკუმენტების გავრცელება დანაშაულია