Mossack Fonseca-ს დამფუძნებელი: გაჟონილი დოკუმენტების გავრცელება დანაშაულია

Mossack Fonseca-ს დამფუძნებელი: გაჟონილი დოკუმენტების გავრცელება დანაშაულია

Mossack Fonseca-ს დამფუძნებელი: გაჟონილი დოკუმენტების გავრცელება დანაშაულიაპანამური იურიდიული ფირმა Mossack Fonseca არ იღებს პასუხისმგებლობას იმ კომპანიის მოქმედებებზე, რომელიც მან დააარსა – განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა რამონ ფონსეკამ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ Mossack Fonseca არ მონაწილეობდა არც ერთ უკანონო ოპერაციაში.
რამდეიმე ხნის წინ გავრცელდა დოკუმენტები, რომელითაც ნაჩვენები იყო, რომ Mossack Fonseca კლიენტებს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა, რომ მათ გადასახადები არ გადაეხადათ და გვერდი აქციათ სხვადასხვა სანქციებისათვის.

რამონ ფონსეკას თქმით, მსგავსი დოკუმენტაციის გავრცელება დანაშაულია.
“ეს დანაშაულია, სისხლის სამართლის დანაშაული. კონფედენციალურობა ადამიანის ძირითადი უფლებაა. ყველა ადამიანს აქვს უფლება პირადი ცხოვრების ხელსეუხებლობაზე, მათხოვარია თუ მეფე” – განუცხადა ფონსეკამ “ფრანს პრესს”.
პანამის ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა თანამშრომლობაზე იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც “პანამის დოკუმენტების” გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება აღიძრას.
ფირმის დოკუმენტებში საუბარია ქვეყნის ყოფილ და მოქმედ 72 მეთაურზე, ასევე ბევრ ცნობილ კომპანიასა და ადამიანზე.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჟავანაძე: სახალხო დამცველი, რომელიც ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს პარლამენტმა უნდა გადააყენოს
შემდეგი სტატია“შესაძლოა, “მაესტრო” დაიხუროს”