ნიკოლოზ მჟავანაძე: ხალხი რომელმაც საქართველოს ეკოსისტემა გაანადგურა, სამი ხის გადარგვაზე აჟიოტაჟს ტეხენ

მჟავანდზეციხისძირიდან შეკვეთილში სამი მრავალწლიანი ხის გადარგვაზე ვნებათაღელვა არ ცხრება, ერთი თვეა ნაცმედია და ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ისეთ სიტიაციას ქმნის თითქოს მთელი ეკო სისტემა ნადგურდება სამი ხის გადარგით. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერნცია გამართა.
,, ნაციონალურმა მოძრაობამ რომელმაც 9 წლის მანძილზე თბილისის სკვერები, პარკები, ათასობით ჰექტარი რეკრეაციული ზონა გაანადგურა, დღეს ისე წარმოაჩენს სიტუაციას თითქოს დიდი ბუნების დამცველები იყვნენ. ხალხი რომელმაც საქართველოს ეკოსისტემა გაანადგურა, სამი ხის გადარგვაზე აჟიოტაჟს ტეხენ.

ოპერის შენობის გახსნის არ იყოს აქაც მორიგ სიგიჟესთან გვაქვს საქმე. ადამიანი რომელიც არა თუ ჭრის ხეებს არამედ რგავს და ქმნის ახალ სარეკრეაციო ზონას, და მისი ეს პროექტი მოიცავს შეკვეთილის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობას, ისე წარმოაჩენენ სიტუაციას თითქოს პირიქით ხდება ყველაფერი. პარკის გარდა ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში ამიერკავკასიაში პირველი უნიკალური 10 000 კაციანი მოძრავი საკონცერტო დარბაზი ააშენა, რომლის ანალოგი პოსტსაბჭოურ სივრცეშიც არაა. იმის მაგივრად გახარებულნი იყვენენ გაუგებარ პანიკას თესენ. თუკი ნაციონალებს და მის სატელიტებს აღნიშნული შეფასება გადამეტებებულად ეჩვენებათ შეუძლიათ თავიანთ ბელადს მიხეილ სააკაშვილს მოუსმინონ, 2010 წელს სწორედ ამგვარი შეფასება მისცა მან მშენებარე საკონცერტო დარბაზს და იქ მიმდინარე სამუშაოებს.
შეკვეთილში ასევე მიმდინარეობს მაღალი დონის სასტუმროების მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ ასეულობით ადგილობრივი დასაქმდება და შეკვეთილი მსოფლიო დონის გასართობ და დასავენებელი ცენტრად იქცევა. გასაგებია ნაცმედიას და ნაცმოძრობას აღიზიანებს ქვეყნის განვითრება, მაგრამ საზოგადოების და მედიის სხვა წარმომადგენლებიც იმავე სცენარით რატომ მოქმედებენ გაუგებარია. ერთის თმქს ნამდვილად შეიძლება ივანიშვილის წყალობით შეკვეთილში ხდება საოცრება და ნაცები ამის გამო ლამისაა გაგიჟდნენ.

banner
წინა სტატიაში,,გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება”
შემდეგი სტატიაირაკლი რუხაძე – განცხადებას გავაკეთებ, სადაც შევეცდები ყველაფერი განვმარტო