ირაკლი რუხაძე – განცხადებას გავაკეთებ, სადაც შევეცდები ყველაფერი განვმარტო

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის თქმით, ის აპირებს განცხადების გავრცელებას, სადაც “ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული”. ამის შესახებ ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ ასესხა მან ფული გია გაჩეჩილაძეს კონკურენტი არხის გასაძლიერებლად, განაცხადა რომ ის მეგობარს დაეხმარა და ამით ის ფინანსურ სარგებელს ნახულობს.

“კომერციული გარიგებაა, რომელიც რატომღაც გავიდა კომერციისგან. გავაკეთებ განცხადებას, სადაც შევეცდები განვმარტო ყველაფერი – თუ რა არის ჩემი ინტერესი, რა შეიძლება იყოს “იმედის” ინტერესი და ასე შემდეგ”, – განაცხადა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან კოტე გოგელიასთან მიმოწერაზეც გააკეთა მცირე კომენტარი.

“არ ვარ მიჩვეული კომერციულ გარიგებებზე საუბარს. კოტე გოგელია ითხოვდა 9 ნახევარ მილიონს, ჩვენ ვთავაზობდით 7 მილიონს. დღეს კოტე ითხოვს 5 ნახევარს 30 პროცენტში. მე კოტეს ველაპარაკე 7-8 ჯერ ორი კვირის განმავლობაში და მაშინ რომ დათანხმებოდა უცნობი ამ თანხას, არავის გეცოდინებოდათ ახლა ეს ამბები”, -განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჟავანაძე: ხალხი რომელმაც საქართველოს ეკოსისტემა გაანადგურა, სამი ხის გადარგვაზე აჟიოტაჟს ტეხენ
შემდეგი სტატიადამასკოში რუსული სკოლა გაიხსნება