ნიკოლეიშვილი მაჩალიკაშვილის საქმეში ბალისტიკური ექსპერტის ჩართვას ითხოვს

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში მასთან ერთად ბალისტიკური ექსპერტის ჩართვას ითხოვს. მისი განცხადებით, გამოძიებას მათთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც ტყვიამ მაჩალიკაშვილის საწოლი ოთახის კედელზე მოძრაობა დაასრულა. ნიკოლეიშვილის განმარტებით, ამ წერტილის გადმოცემით დადგინდება მსროლელის მდგომარეობა და განისაზღვრება სროლის ტრაექტორია.
“საწოლში მყოფზე რომ მოხდა ამ დაზიანების მიყენება ეს ფაქტია. მაჩალიკაშვილის პოზა ჩვენ ვიცით, მაგრამ მსროლელის პოზის აღსადგენად იქნება ეს ტრაექტორია საჭირო. გამოძიებამ უნდა მოგცეს ის ინფორმაცია, სად იყო ბოლო წერტილი. მარტო ჩემი სამედიცინო ექსპერტის კომპენეტცია ბოლომდე არ იქნება. აქ ბალისტის და სამედიცინო ექსპერტის მონაწილეობა ერთდროულად აუცილებელი იქნება,“-აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

banner
წინა სტატიაშირატომ თქვა ავსტრიამ უარი მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე? – მედია მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატიაკიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება