კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება.
სხდომა, 3 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე ოლეგ პრისიაჟნიუკმა სხდომა იმ მიზეზით გადადო, რომ სასამართლოზე გამოცხადდა მხოლოდ ერთი დეპუტატი მათგან, რომლებიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგნენ.

პროკურატურა პირველი ინსტანციის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე ლარისა ცოკოლმა უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ შინა პატიმრობას ითხოვს.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს.

banner
წინა სტატიაშინიკოლეიშვილი მაჩალიკაშვილის საქმეში ბალისტიკური ექსპერტის ჩართვას ითხოვს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ შსს-ს 2 თანამშრომელი ძალადობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავა