ნიკოლ პაშინიანი: სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას არ აწყობს

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი რუსეთის სახელწმიფო დუმის დელეგაციას შეხვდა და ისინი დაარწმუნა იმაში, რომ სომხური ოპოზიცია რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას არ აპირებს. “არ არსებობს რუსეთის წინააღმდეგ არანაირი გეოპოლიტიკური რევერსი, სომხურ-რუსულ ურთიერთობას კი არაფერი ემუქრება” – განაცხადა პოლიტიკოსმა – “ბიბისი” წერს.
სომხეთის პარლამენტის დეპუტატი და ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი 13 აპრილიდან მართავს საპროტესტო აქციებს. მისი მთავარი მოთხოვნა რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლებიდან წასვლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიარუსეთი ბრიტანეთის არჩევნებში ჩაერია