რუსეთი ბრიტანეთის არჩევნებში ჩაერია

გამოქვეყნდა სუონსის უნივერსიტეტისა და The Sunday Times-ის კვლევები, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი ბრიტანეთის არჩევნებში ჩაერია. ჟურნალისტების აზრით, რუსეთი მხარს ლეიბორისტულ პარტიას და მის ლიდერს ჯერემი კორბინს უჭერდა.
გამოცემამ 6,5 რუსეთში დარეგისტრირებული ბოტი იპოვა, რომლებიც მხარს ლეიბორისტებს უჭერდნენ. არჩევნებში მცირეოდენი უპირატესობით კონსერვატორებმა გაიმარჯვეს.
ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ სტატიის კომენტირებისას მას “არასერიოზული და აბსურდული” უწოდა.

banner
წინა სტატიაშინიკოლ პაშინიანი: სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას არ აწყობს
შემდეგი სტატიაპარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენება პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება