გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიტჩელს, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ვეს მიტჩელი მონაწილეობას მიიღებს სახალხო დიპლომატიის ფორუმში, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიერთადერთი შანსი ივანიშვილის დამარცხების არის, რომ მაგიდა აუყირავო – სააკაშვილი
შემდეგი სტატიანიკოლ პაშინიანი: სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას არ აწყობს