ნიკა რურუა : ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და არასასიამოვნო ფაქტი

ეს არის ტერაქტი, რომელიც მიზანმიმართული ქმედებაა იმისკენ, რომ დაშინდეს ამომრჩეველი, დღევანდელ აქციას ხელი შეეშალოს და რამენაირად გაიხანგრძლივოს ხელისუფლებამ თავისი არსებობა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ წუთას აფეთქებაზე ხელს ვერავის დაადებს, თუმცა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და არასასიამოვნო ფაქტი. ამ წუთას მე ვერავის ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ის გარემო დაუსჯელობის და ქაოსის, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შექმნა, მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. გამოძიება დაწყებულია და იმედი მაქვს ობიექტური იქნება. ეს პოლიტიკური საქმეა და პოლიტიკური ტერაქტია და ამ გამოძიებაში აუცილებლად ჩავრთავთ უცხოელ წარმომადგენლებს, რომ არ მოხდეს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია”, -განაცხადა ნიკა რურუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : 8 ოქტომბერი იქნება მომავალში წინგადადგმული ნაბიჯი, ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით
შემდეგი სტატიანიკა მელია : “მე პრემიერს შეიძლება ვუწოდო უნამუსო ადამიანი”