გიორგი მარგველაშვილი : 8 ოქტომბერი იქნება მომავალში წინგადადგმული ნაბიჯი, ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით

გიორგი მარგველაშვილი

8 ოქტომბერი იქნება მომავალში წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

დღეს პრეზიდენტმა სტუდენტებთან კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალიას“ ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა გამართა.

„მიხარია, რომ დღეს ერთმანეთს ვხდებით ასეთ მნიშვნელოვან ადგილზე. დღეს არის დასკვნითი შეხვედრა იმ მნიშვნელოვანი კამპანიის, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა, რომელშიც ჩაერთო ასობით ახალგაზრდა და რომლის ფარგლებშიც ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს მივაწვდინეთ ხმა. კამპანიის არსი და შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ჩვენ ყველამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში – არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ჩვენ ყველა მტკიცედ ვიტყვით, რომ 8 ოქტომბერი იქნება მომავალი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენეტიტეტის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე წაიკითხა ლექცია, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა საკითებს და მისი დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა საბრძოლო ტექნიკა და სპორტული დარბაზები. ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა სასწავლებლის 300-მდე სტუდენტმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცებმა მოახდინონ გავლენა
შემდეგი სტატიანიკა რურუა : ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და არასასიამოვნო ფაქტი