ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტა – დეპუტატები სესიაზე კენჭისყრისთვის ემზადებიან

region
ავტ.: region ივნისი 26, 2019 17:23

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტა – დეპუტატები სესიაზე კენჭისყრისთვის ემზადებიან

ბიუროს სხდომა დასრულებულია. დეპუტატები სესიისთვის ემზადებიან, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ. მმართველი გუნდის წევრი რომან კაკულია აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მომხსენებლის გამოსვლას მოისმენს. დეპუტატი ამბობს, რომ მას აქვს კითხვები მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

„იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის იყოს ალბათობა გადაწყვეტილების, შესაძლოა ყველა მტკიცებულება ვერ განვიხილოთ მაგრამ განსაკუთრებით იმ ნაწილში რომელიც ადასტურებს მის თანამონაწილეობას იმ პროცესებთან, რომელიც ჩემთვის სასურველი იქნება ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებით ის ადასტურებს თანამონაწილეობას პროცესებთან,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

სესიის დაწყებას ელოდება გიორგი კახიანიც. მისი თქმით, იმ დეპუტატებმა რომლებმაც ვერ მიიღეს ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ექნებათ საშუალება, რომ დამატებითი დეტალები სესიაზე მოისმინონ.

„პარლამენტის წევრებს უკვე საკმაო ინფორმაცია აქვთ, მათ მოისმინეს პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებები, შეფასებები და სავარაუდოდ მათ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება აქვთ თავის თავში ჩამოყალიბებული. კომიტეტმა რა გადაწყვეტილება მიიიღო ამას აღარ განვმეორდები. მაგრამ იმ პარლამენტის წევრებ რომელსაც ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკითხზე მსჯელობას მოუსმინონ პლენარულ სხდომაზე და დარწმუნებული ვარ ყველა აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.

region
ავტ.: region ივნისი 26, 2019 17:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics