გავრილოვი და ტიპები, რომ ითხოვენ დეპუტატების დასჯას მხოლოდ მაგიტომ ნუ გააკეთებთ მაგას – წერეთელი უმრავლესობას

პოლიციელის ცემა მოსულა? – ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ევროპული საქართველოს” დეპუტატს გიგი წერეთელს მიმართა.

წერეთელს ეს კითხვა მდინარაძემ მას შემდეგ დაუსვა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, რომ ძალადობას ყოველთვის ეწინააღმდეგება და 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

წერეთელმა ასევე მოუწოდა ოპონენტებს ნუ მისცემენ უფლებას დააკავონ მელია, რადგან ამით რუსი კომუნისტის სერგეი გავრილოვის მოთხოვნას შეასრულებენ.

„მინდა კარგად გაითვალისწინოთ, ნუ შექმნით ამ ვითარებაში ასეთ პრეცედენტს, მართლა ის გავრილოვი და ტიპები, რომ ითხოვენ დეპუტატების დასჯას მხოლოდ მაგიტომ ნუ გააკეთებთ მაგას,”- მიმართა წერეთელმა მმართველი გუნდის წევრებს.

პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილთან ბრძოლა არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ – ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიანიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტა – დეპუტატები სესიაზე კენჭისყრისთვის ემზადებიან