ნიკა მელიას ადვოკატი – პოლიტიკური პატიმრობის დასასრულის გასაღები აქვს ხელისუფლებას

​”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი განმარტავს, ევროკავშირის გირაოს შემდეგ, რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ მელია გათავისუფლდეს.

გიორგი კონდახაშვილის თქმით, ახლა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს, რომ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეცვალოს.

ადვოკატის თქმით, არც სასამართლოს და არც პროკურატურას დაცვის მხარესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი და როდის დატოვებს საპატიმროს ნიკა მელია.

“პოლიტიკური პატიმრობის დასასრულის გასაღები აქვს ხელისუფლებას. გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს შუამდგომლობით და აღნიშნულის შემდგომ, 24 საათის განმავლობაში სასამართლო ვალდებული იქნება იმსჯელოს შუამდგომლობის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით კომუნიკაცია არ შემდგარა არც სასამართლოსა და არც პროკურატურასთან. არავითარი ზარი ჩვენ არ მიგვიღია. არც პროკურატურას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკვე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, შესაბამისად ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ”,-თქვა კონდახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ საბანაძე: 76 წლის წინანდელმა გამარჯვებამ ეტაპობრივად შეცვალა მსოფლიო და მათ შორის, საქართველო, რომელიც დღეს უკვე ევროპის ნაწილია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე