კახაბერ საბანაძე: 76 წლის წინანდელმა გამარჯვებამ ეტაპობრივად შეცვალა მსოფლიო და მათ შორის, საქართველო, რომელიც დღეს უკვე ევროპის ნაწილია

“9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, ვულოცავ ამ დღეს ჩვენს ვეტერანებს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ 300 000 ქართველ ჯარისკაცთან ერთად ბოროტებაზე გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს და ქედს ვიხრი დაღუპულთა ხსოვნის წინაშე.
76 წლის წინანდელმა გამარჯვებამ ეტაპობრივად შეცვალა მსოფლიო და მათ შორის, საქართველო, რომელიც დღეს უკვე ევროპის ნაწილია და მტკიცედ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის დიდი ხნის ურყევი ნება და სურვილია და რასაც ბევრი შრომა, დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცება და განვითარება სჭირდება.
ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობაში, იმსახურებს, რომ ამ დიდი, მნიშვნელოვანი, ღირებულებითი გაერთიანების სრულფასოვანი წევრი იყოს”,-წერს კახაბერ საბანაძე.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიანიკა მელიას ადვოკატი – პოლიტიკური პატიმრობის დასასრულის გასაღები აქვს ხელისუფლებას