ნიკა მელიას ადვოკატები სასამართლოში ღარიბაშვილის გამოკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ

20 ივნისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისა და ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ პროცესზე მელიას უფლებადამცველები პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ.

მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პოლიტიკური საქმის განხილვა მიმდინარეობს. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს სასამართლო კვლავ წერილობით მტკიცებულებებზე იმსჯელებს. სავარაუდოდ, დღესვე გამოკითხავენ დარჩენილ რამდენიმე მოწმეს.

უფლებადამცველების განმარტებით, მათთვის პოლიტიკურ მოტივებზე პროცესების არჩვენებამდე დაჩქარებული წესით განხილვაც მიუთითებს.

banner
წინა სტატიაშიმორიგი დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქართველომ” თბილისის საკრებულოს პარტიული სია წარადგინა