“ევროპულმა საქართველომ” თბილისის საკრებულოს პარტიული სია წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” თბილისის საკრებულოს პარტიული სია წარადგინა. საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარდგენისას პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, აღნიშნა, რომ დღეს მთავარი იარაღი საარჩევნო ბიულეტენია იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა თავისუფალ ქვეყანაში იცხოვროს.

“არის მომენტები, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო იმ წამს რა მოხდება ქვეყანაში, არამედ განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. დღეს ჩვენ, ან მოქალაქეების მყარი ნებითა და რწმენით გადავტეხავთ ამ რეჟიმს, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის მომავალს, ან შემდეგ თაობებს დაეკარგებათ შანსი, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, თავმოყვარე ქვეყანა”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

პარტიული სიის ათეულის შემადგენლობა ასეთია:

1. ჩუღურეთის ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი – გიორგი ნონიაშვილი
2. სამგორში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი – დათო ჟღენტი
3. ნინო ორდენიძე
4. ისანში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი – ბესიკ დოკაძე
5. ლაშა ჯანჯღავა
6. თეა კოტუა
​7. გიორგი ბახტაძე
8. ალექსანდრე გურაბანიძე
​9. მალორიტა ედიშერაშვილი
10. თემურ გვაძბაია

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ადვოკატები სასამართლოში ღარიბაშვილის გამოკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ
შემდეგი სტატია„ოპერაცია ზენონი“ – ნანა კაკაბაძისა და გიორგი ანდრიაძის შოკისმომგვრელი სატელეფონო საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერი