ნიკა მელია: ზელენსკიმ ქვეყნის მთავარ რეფორმატორად ოფიციალურად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი

“ზელენსკიმ ქვეყნის მთავარ რეფორმატორად ოფიციალურად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი.

დასამალი არაა რომ მ. სააკაშვილის დანიშვნის მთელი ეს პროცესი უკრაინაში მძაფრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ხშირად წინააღმდეგობა გაცილებით უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს პერსონის მნიშვნელობას, ვიდრე მხოლოდ მხარდაჭერა.

ამ გადამწყვეტი ნაბიჯით, არა მარტო ზელესნკიმ, არამედ დასავლეთმა ამამოძრავებელი ძრავი ჩაუდგა სტაგნაციაში მყოფ, ფაქტობრივად გაჩერებულ უკრაიანას. ქვეყანას, რომელსაც კორუფციის მარწუხებში ამყოფებენ და განვითარების საშუალებას არ აძლევენ ადგილობრივი ოლიგარქები. სწორედ მათ საპირწონედ განიხილავს დასავლეთიც და ქვეყნის პრეზიდენტი ზელესნკიც მ.სააკაშვილს.

როდესაც მოგანდობენ 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირების ბედს, ეს სულ მინიმუმ ნიშნავს, როგორც შენი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის როლისა და ძალის, ისე იმ რეფორმების კიდევ ერთხელ უპირობო აღიარებას, რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს გატარებული.

წარმატებები მიხეილ სააკაშვილს ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე”-წერს ნიკა მელია

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: საქართველოს საპატრიარქოში არსებული მეხუთე კოლონის არსებობა უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე: თბილისელებისთვის წართმეული, განადგურებული კორტების ტერიტორიაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სპორტული კომპლექსი გაშენდება