მეუფე პეტრე: საქართველოს საპატრიარქოში არსებული მეხუთე კოლონის არსებობა უნდა დასრულდეს

მეუფე პეტრემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა გაირკვეს მისი უდანაშაულობის საკითხი.

მეუფე პეტრეს განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოში არსებული მეხუთე კოლონის არსებობა უნდა დასრულდეს.

„სინოდი ისე შეიკრიბა, რომ არც ვიცოდი, რომ ჩემი საკითხი განიხილებოდა. სპეციალურად დადგმული სცენარი იყო. გამოხტა მთვრალი მეუფე იაკობი, გააკეთა განცხადება, რომ თითქოს პატრიარქის გადაყენებას ავალებდნენ ხელისუფლების მაღალი პირები და დაასახელა პრემიერის ჩათვლით. ასევე მე დამდო ბრალი, რომ თითქოს, პრემიერთან ერთად პატრიარქის მოკვდინებაში და საბუთები ჰქონდა და მთელს მსოფლიოს დაუმტკიცებდა ამას.

ასევე, რაღაც ფინანსურ მაქინაციაში. სინოდი ამის შემდგომ შეიკრიბა. არც ვიცოდი, რომ ჩემი საკითხი განიხილებოდა. მე თითონ ვითხოვდი მთელი წლის განმავლობაში და მთელი წელი სინოდი არ ჩატარებულა. სხვა ბევრი პრობლემური საკითხი იყო 2019 წლის მიჯნაზე გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ახლა ვითხოვ, პირველ რიგში გაირკვეს ჩემი უკანონო დასჯის საკითხი. მივწერე ქორეპისკოპოსს, რომ პატრიარქმა ჩაიდინა კანონდარღვევები და ჩემი დასჯა მოხდა კანონდარღვევით. შემდეგ ვითხოვ ჩემს მიერ წაყენებული ბრალდების წაყენებას, ამას ვითხოვ და ამას მოვითხოვ სანამ სული მიდგას. ამას ითხოვს ჯანსაღი ნაწილი ქართული ნაწილი. მათ უნდა იცოდნენ ვინ თავმჯდომარეობს ქართულ სინოდს, რომელსაც დიდი გავლენა აქვს. პატრიარქისა და საპატრიარაქოს სახით უნდა დასრულდეს საბჭოთა მემკვიდრეობა საქართველოში“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: დღეს სინოდი ეკლესიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს
შემდეგი სტატიანიკა მელია: ზელენსკიმ ქვეყნის მთავარ რეფორმატორად ოფიციალურად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი