იოზვიაკი – შესაძლოა, ევროკომისიამ მალე ინფორმაცია გაავრცელოს, როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს

შესაძლოა, მალე კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

„გუშინ ბრიუსელში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. 26-მა წევრმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა. უნგრეთი ჩუმად იყო. შესაძლოა, მალე ევროკავშირმა განცხადება და კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს“, – წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – საქმე ევროკავშირისა და აშშ-ს თანხებს ეხება, რომელიც საქართველოში ფარულად იხარჯება
შემდეგი სტატიანადირაძე – ჩვენ ვხედავთ, რომ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ყველაფერზე მიდის რუსული კანონის გასატანად, რომ ქვეყანა წაიყვანოს რუსეთისკენ