ნადირაძე – ჩვენ ვხედავთ, რომ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ყველაფერზე მიდის რუსული კანონის გასატანად, რომ ქვეყანა წაიყვანოს რუსეთისკენ

„ჩვენ ვნახეთ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშილს. როგორ ძალადობენ მომიტინგეებზე და ირაკლი ეძგვერაძის არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით. ისინი შეეხნენ ყველაზე წმინდას, რაც არის ოჯახი, რაც არის ბავშვები და მათ უნდა იცოდნენ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს არცერთ დამნაშავე ნაძირალას არ შერჩება ეს დანაშაული. – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ყველაფერზე მიდის რუსული კანონის გასატანად, რომ ქვეყანა წაიყვანოს რუსეთისკენ, რომ შეინარჩუნოს დიქტატურა და ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვხედავდით თუ როგორ უსწორდებოდნენ ძალადობრივად მშვიდობიან დემონსტრანტებს, სწორედ პუტინის რუსეთის სტილში. ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ როგორ უსწორდებიან სამოქალაქო აქტივისტებს, როგორ გაუსწორდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს. ჩვენ ვხედავთ როგორ ძალადობენ მასიურად მომიტინგეებზე და გუშინ ვნახეთ ათასობით განხორციელებული ზარი და მუქარა და ეს არის საერთოდ პიკი, როდესაც მცირეწლოვან, არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით. ისინი შეეხნენ ყველაზე წმინდას, რაც არის ოჯახი, რაც არის ბავშვები და მათ უნდა იცოდნენ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს არცერთ დამნაშავე ნაძირალას არ შერჩება ეს დანაშაული. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც თავდასხმა მოხდა ირაკლი ეძგვერაძეზე. რამდენიმე თვის წინ სასტიკად გაუსწორდნენ მას და მის მეგობრებს და ის ადამიანები, რომლებიც უნდა ისხდნენ ციხეში და დანაშაულს უნდა იხდიდნენ, რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და როგორც ჩანს, ეს სუს-ის „ტიტუშკები“ ქართულ ოცნებას სჭირდება მორიგი ძალადობრივი პროვოკაციებისთვის.”- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიიოზვიაკი – შესაძლოა, ევროკომისიამ მალე ინფორმაცია გაავრცელოს, როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ – ნული ყურადღება!