ნიკა მელია: “რუსთავი2”-ის “წაქცევა” მძიმე შედეგს მოუტანს ბიძინა ივანიშვილს

ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე და სახელისუფლებო დაკვეთაზე საუბრობენ.
ისინი მოუწოდებენ მოსამართლეებს, მიიღონ სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი გადაწყვეტილება.
“ძალადობრივი არჩენების შემდეგ ივანიშვილმა რაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით, ის ცდილობს ქვეყანაში ყველაზე მძლავრი დამოუკიდებელი, ოპოზიციური ტელევიზია ხალხს მოპაროს. რუსთავი 2-ის წაქცევა იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი თავად ივანიშვილისთვის,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში”ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება პროტესტი…რა ხდება მასობრივი სამოქალაქო პროტესტის დროს ეს ყველამ ვიცით”
შემდეგი სტატიაკობახიძის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს