”ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება პროტესტი…რა ხდება მასობრივი სამოქალაქო პროტესტის დროს ეს ყველამ ვიცით”

უზენაესი სასამართლოს შენობასთან, ზუბალაშვილების ქუჩაზე ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე იმყოფება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც. ნიკა გვარამია ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ თუ უზენაესი სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ სარჩელს, გამოიყენებენ კანონით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას:

”ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება პროტესტი იმ შემთხვევაში, თუ არ დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს უზენაესი სასამართლო. რა ხდება მასობრივი სამოქალაქო პროტესტის დროს ეს ყველამ ვიცით. რა შედეგები მოყვება ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინც დაიცავს ”რუსთავი2”-ს. სხვა შანსი ამ ვითარებაში არ გვექნება. გამოვიყენებთ კანონის და საერთაშორისო კონვენციებით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ის სტატუს-კვო, რომელიც არსებობს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსმა დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, პარლამენტს მიმართა
შემდეგი სტატიანიკა მელია: “რუსთავი2”-ის “წაქცევა” მძიმე შედეგს მოუტანს ბიძინა ივანიშვილს