„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკა მელია იქნება. პარტიის ოფისში სტუდენტებსა და მოხალისეებს შტაბის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძემ წარუდგინა.
ენმ მოხალისეების პროექტსაც იწყებს, რომელშიც სტუდენტები და ახალგაზრდები იქნებიან ჩართულნი. მოხალისეები ქალაქში კარდაკარის პრინციპით იმოქმედებენ და ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ დაეხმარებიან.