ბერლინში საქართველო – გერმანიის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს

ბერლინში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, საქართველო – გერმანიის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.

როგორც ,,თაიმერის” ჟურნალისტი ბერლინიდან იუწყება, ფორუმზე –  TRADE AND BUSINESS WITH GEORGIA სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ – მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი.

ბიზნეს ფორუმში მონაწილეობენ 100-ზე მეტი გერმანული და 30-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენლები. ძირითადად, შემდეგი სექტორებიდან – სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოჯისტიკა, მშენებლობა, ტელეკომუნიკაციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა.

ფორუმის დასრულების შემეგ დაგეგმილია ფოტო გამოფენა. დაინტერესებულ კომპანიერბს შორის კი დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილი თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შემდეგ.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ფორუმი მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში გერმანულ ინვესტიციებს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებისთვის მედიასწავლებას იწყებს
შემდეგი სტატიანიკა მელია “ნაციონალების” საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს