ნიკა მელია ოპოზიციური პარიტების წარმომადგენლებს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციური პარტიებიდან კოლეგებს მიმართავს, რომ კვლავ გააერთიანონ ძალისხმევა და დაივიწყონ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა, კონცენტრირდებოდნენ.

„მინდა, მივმართო ჩვენს კოლეგა მეგობრებს ოპოზიციური პარიტებიდან, არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვამბობ ამას, კვლავ უნდა გავერთიანოთ საერთო ძალიდხმევა, რადგან ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახში დედა, ამამა, შვილები, შვილიშვილები, მეზობლები, უბრალოდ თანამოქალაქეები, რომლებსაც ვაკვირდებით, რამდენად სიდუხჭირეს განიცდიან, უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლებელია, ჩვენ ვკონცენტრირდებოდით. იცით რატომ? ყველა წვრილმანი, რომელზეც ჩვენ ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც მტაცებლებისგან სახელმწიფოს გათავისუფლება ჰქვია. მე არ ვამბობ, რომ ვინმე არის დამნაშავე, უდანაშაულო და ა.შ. არ ვამბობ, რომ ჩვენც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი ზუსტად და კარგად გავაკეთეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ერთობა შედუღაბდეს, რადგან მე, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, ამ ქვეყნის წარმატებას უბრალოდ ვერ ვხედავ, ეს არის უებარი გამოსავალ ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანა. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, და თუ ვერ შევძელით, როგორ ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც აუცილებლად ჩატარდება პროპორციული არჩევნები, რაც ნიშნავს გარანტირებულ კოალიციურ, დემოკრატიულ მართვას, ვართ მზად კოალიციური დემოკრატიული მმართველობისთვის? ამიტომ ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს, მაღალი ხარისხის კოორდინაცია უნდა იყოს მოყვანილი მოქმედებაში. ძალთა გაერთიანებით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს არ დავუტოვებთ შანსს, რომ მომდევნო, დამატებითი თვეების განმავლობაში ყვლიფოს ეს ქვეყანა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ
შემდეგი სტატიასია, ვინ იქნებიან დეპუტატები ენმ-დან