ნიკა მელია: ეს არის „რუსული ოცნება”

„ეს არის „რუსული ოცნება,“ რომლის ხელმძღვანელიც არის ბიძინა ივანიშვილი,“- ეს განცხადება ნიკა მელიამ პარლამენტში მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. საკანონმდებლო ორგანოში ის რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

პარლამენტის ამ წუთებში მისთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილონ.

მელია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, ამას ადასტურებს ისიც, რომ პროკურატურა მის უფლებადამცველს საქმის მასალებს ვერ აძლევს.

მელიას განცხადებით, ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი რუსულ ინტერესებს ატარებს და მისი პატიმრობის მოთხოვნაც სწორედ ამ სცენარის ნაწილია.

„ეს არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ დიდი ფულის მატარებელი კი არ არის, არის ადამიანი რომელის ძირითადი ნაკლი არის, რომ ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში. მას პირადი მომსახურე პერსონალი ჰყავს მაღალ თანამდებობაზე,“-აცხადებს მელია.

მელია ამბობს,რომ მისი მოწოდება მშვიდობიანი იყო და მოწოდებაში, რომ ხელაწეულები შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოს ეზოში და იქ დალოდებოდნენ პარლამენტის იმ თავმჯდომარის გადადგომას, რომელმაც სავარძელი რუს დეპუტატს დაუთმო, არეულობის მოწყობის ბრალდებასთან კავშირი არ აქვს.

მელია კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არ ესწრება, თუმცა აპირებს დაესწროს სესიას. მან არ იცის ექნება თუ არა სესიაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.

banner
წინა სტატიაში„წინათ იყო „ტროიკა“, ახლა არის „დვოიკა“ – გოცირიძე ოხანაშვილ-კახიანზე და მელიას საქმეზე
შემდეგი სტატიაპროკურატურას სახალხო დამცველი გამოძიებაში დღემდე არ ჩაურთავს